აჭარაში 21 კოვიდინფიცირებულიდან ერთი ბათუმის გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელია

ბათუმში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ თანამშრომელს “კოვიდ-19” დაუდასტურდა. ის დღეს გამოვლენილი 21 დადასტურებული შემთხვევიდან ერთერთია. ამის შესახებ დღეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის სამსახურიც ადასტურებს.

ინფიცირებული პირი მოთავსებულია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. უწყებაში მიმდინარეობს ყველა თანამშრომლის პისიარ ტესტირება, ასევე, ადგილზე ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები.
კორონავირუსის მომატებული შემთხვევების გამო, ბათუმი წითელ ზონად დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები