საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი: პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, რომ რაც საჭირო იქნება რაგბის ეროვნული ნაკრებისთვის ყველაფერში დაგვეხმარება

შეხვედრაზე განხილული იყო ჩვენი შესაძლო მონაწილეობის შანში „8 ერში“ და ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ პრემიერ-მინისტრისგან, – ამის შესახებ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ, პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მერაბ შარიქაძემ აღნიშნა, გუნდის წევრებმა პრემიერ-მინისტრისგან სრული მხარდაჭერა მიიღეს.

„შეხვედრაზე განხილული იყო ჩვენი შესაძლო მონაწილეობის შანში „8 ერში“ და ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ პრემიერ-მინისტრისგან. იმ შემთხვევაში თუ ეს შანსი რეალობად იქცევა, დაგვპირდა, რომ რაც საჭირო იქნება ეროვნული ნაკრებისთვის ყველაფერში ბოლომდე დაგვეხმარება. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის“,- აღნიშნა მერაბ შარიქაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები