ამირან გამყრელიძე: საქართველო ჯერ კიდევ მწვანე ზონაშია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მშვიდად უნდა ვიყოთ

“ჩვენ გვაქვს კოტროლებადი და სრულად მართვადი ეპიდსიტუაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თვითდამშვიდებული უნდა ვიყოთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის რაოდენობის გაზრდილი მაჩვენებელი ქვეყნის შიდა ტურიზმს უკავშირდება.

„ჩვენ გავაანალიზეთ ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის პირველი კვირის ე.წ. ინციდენტობის მაჩვენებლები. ინციდენტობა ნიშნავს 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობას. თუ ივლისის პირველ კვირაში გვქონდა 0, 7 100 ათას მოსახლეზე, აგვისტოში გვაქვს 1,2 და სექტემბრის პირველ კვირაში გვაქვს 5,3 რაც მიანიშნებს იმას, რომ ზრდის ტენდენცია არის. ამის მიუხედავად, საქართველო ჯერ კიდევ მწვანე ზონაშია, ზრდის ტენდენცია კი ქვეყანაში შიდა ტურიზმს უკავშირდება. ჩვენ გვაქვს კოტროლებადი და სრულად მართვადი ეპიდსიტუაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თვითდამშვიდებულნი უნდა ვიყოთ”, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები