ვლადიმერ ბოჟაძე: სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად წარდგენით “ნაცმოძრაობა” ან კიდევ ერთხელ ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს ან საქართველოს კონსტიტუციას არაფრად მიიჩნევენ

“მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარდგენით ,,ნაციონალური მოძრაობა” ან კიდევ ერთხელ ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს ან საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას არაფრად მიიჩნევენ”, – ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

“მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარდგენით ,,ნაციონალური მოძრაობა” ან კიდევ ერთხელ ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს ან საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას არაფრად მიიჩნევენ. მუხლი 25. საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება 1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება, დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. 2. საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება, ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა. #გელოდებითარჩევნებზე”, – წერს ბოჟაძე.

“ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანება ,,ძალა ერთობაშიას” პრემიერობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი იქნება. ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები