ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ფოტოკონკურსს – “ვეტერანი” აცხადებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ფოტოკონკურსს – “ვეტერანი” აცხადებს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, საკონკურსო ფოტოების მიღება დაიწყება 5 სექტემბერს და გაგრძელდება 3 ოქტომბრამდე. ფოტოები, რომლებიც საზოგადოებაში ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს, გამარჯვებულად ვეტერანის დღეს, 17 ოქტომბერს გამოცხადდება.

“იმისათვის, რომ ფოტომ მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, ის უნდა აკმაყოფილებდეს კონკურსის თემატიკას. უნდა იყოს მაღალი ხარისხის, არანაკლებ – 2000 პიქსელისა. ფოტო უნდა იყოს მონაწილის გადაღებული. ფოტოკონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს გრაფიკული დიზაინით ან ფოტო-მონტაჟით შექმნილი ფოტოები;

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უფლებამოსილია, კონკურსიდან მოხსნას ფოტო, რომელიც არ შეესაბამება თემატიკას, ზემოთ მითითებულ წესებსა და პირობებს.

I,II, III ადგილზე გასული ფოტოს ავტორებს, ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რჩეული ფოტოს ავტორს გადაეცემათ სხვადასხვა, ფასიანი მობილური ტელეფონი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ფოტოები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
info@veterans.gov.ge ან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ოფიციალურ facebook გვერდზე”, – ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები