„რთველი 2020“ – ყურძნის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 8,6 მილიონ ლარს მიაღწია

ყურძნის რეალიზაციიდან მევენახეებმა 8,6 მლნ-ის შემოსავალი უკვე მიიღეს. „რთველი 2020“-ის ფარგლებში, გადამუშავებულია 8 500 ტონა, ძირითადად – საადრეო, სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. ყურძნის ეს სახეობები, ძირითადად, ცქრიალა ღვინოებისა და ბრენდის დასამზადებლად არის განკუთვნილი.

წელს რთველის სუბსიდიისთვის ბიუჯეტიდან 60 მილიონი ლარი დაიხრჯება.მთავრობამ “რქაწითელისა” და “კახური მწვანის” ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა “რქაწითელის” ან “კახური მწვანის” ჯიშის ყურძენს. 1 კილოგრამის ჩასაბარებელი ფასი, მინიმუმ, 0,80 თეთრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები