კონფერენცია – „ბიზნესის როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში” გაიმართება

7 სექტემბერს, 10:00 საათზე სასტუმროში „რუმს ჰოტელ თბილისი” ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია – „ბიზნესის როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში” გაიმართება.

კონფერენციის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – სოლომონ პავლიაშვილი საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის ასპექტებსა და გამოწვევებს მიმოიხილავს.

კონფერენცია, პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი” ორგანიზებით გაიმართება.

კონფერენციას შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილე – ერიკ ელესი, გაერო-ს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი, დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტი – დარიუშ ედვარდ პრასეკი, კერძო სექტორის და შესაბამისი  სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები