გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე: გამოძიებამ უნდა იზრუნოს, რომ საზოგადოებაში მინიმალური კითხვები იყოს დარჩენილი
“გამოძიებამ უნდა იზრუნოს, რომ საზოგადოებაში მინიმალური კითხვები იყოს დარჩენილი”,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიებამ ყველაფერი დეტალურად უნდა გამოიძიოს.
„ჩვენ ყველამ ბოლო დღემდე შესაძლებლობა უნდა მივცეთ გამოძიებას, რომ დეტალურად გამოიძიოს ყველაფერი. რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ საზოგადოებაში მინიმალური კითხვები იყოს დარჩენილი, მაგრამ პოზიციის დაფიქსირება ღიად შესაძლებელი იქნება მაშინ, როცა საგამოძიებო პროცესი დასრულდება. მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, პროცესია და გამოჩნდება ხან ერთი მხრიდან ხან მეორე მხრიდან, მაგრამ ამით თვითონ გამოძიების პროცესში შესვლა არ არის კორექტული. ცოტა ხანი უნდა დაველოდოთ“, – განაცხადა გახარიამ.