კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევიდან, 2 საკონდიტრო “დონას“ და 1 “ავერსის“ კლასტერია, 5-ზე კვლევა მიმდინარეობს

 

“საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევიდან, 2 საკონდიტრო „დონას“ კლასტერია, 5 კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი”,- ამის შესახებ “კვირას” “თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში” განუცხადეს.

​მათივე ცნობით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 რუსთავის „ავერსის“ კლინიკის კლასტერია, 1 პაციენტი გადმოყვანილია ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთი), 2 შემთხვევა იმპორტირებულია, 13 შემთხვევა ეპიდაფეთქების კერაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება, ხოლო 5 შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1650 გახდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 8-ით გაიზარდა და 1310-ს შეადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები