თამარ ბაჩალიაშვილის ბებია ვარაუდობს, რომ თავის შვილიშვილს თვთმკვლელობა გადაწყვეტილი ჰქონდა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბებია, რიტა ზურაბაშვილი, POSTV-სთან საუბარში იხსენებს, რომ გაუჩინარების დღეს მისმა შვილიშვილმა ფონიჭალაში, მაღაზიაში ქაღალდის საჭრელი დანა იყიდა.

„აქ არ გადაწყვიტა [თვითმკვლელობა], მერე ბებო არ იცხოვრებს ამ სახლშიო… ხომ იცოდა, რომ არ ვარ სახლში, აღარ ქნა და მერე წავიდა”, – ამბობს გარდაცვლილის ბებია.

მისივე თქმით, თამარმა თვითმკვლელობა ადრეც სცადა, ბებიას კი სთხოვა, რომ ამის შესახებ დედისთვის, თეონა თამაზაშვილისთვის არ მოეყოლა.

„მეორე მცდელობის დროს, 11 ტაბლეტი ძილის საშუალება ჰქონდა დალეული. მითხრა, 10 წუთის დალეული მაქვსო, ძალიან განვიცდი, მიშველე რამეო. სოდიანი წყალი დავალევინე. დამაფიცა, არ მეთქვა მშობლებთან. საერთოდ არავისთან მითქვამს. ეს მოხდა, როცა მეორედ ჩამოვიდა საფრანგეთიდან. საფრანგეთში რომ წავიდა, იმ ბიჭმა, [ბაჩალიაშვილის უფროსი] ვისზეც ფანატიკურად იყო შეყვარებული, სხვა გოგო მიიღო სამსახურში და სასტიკად ეჭვიანობდა. როცა დაურეკა და უთხრა, მივდივარ სამსახურიდანო, იმან რომ იგნორირება გაუკეთა, ეს იყო ბოლო წერტილი, თან ოჯახშიც ეს სიტუაცია [კონფლიქტური] ჰქონდა. მაშინ ისიც აღნიშნა, ვეღარ ვიტან ბებო, ერთმანეთს აწიწკნიანო, გარბიანო. სამი დღის მერე დედამისს ვუთხარი, თეონა, ცოტა ისე მოვეპყროთ თამუნას-მეთქი, კონფლიქტი ნუ გექნება ოჯახში. ხრუსტალივით არის, რომ დაგივარდება სულ დაიფშვნება-თქო. მე ჩემს თავმოყვარეობას ბავშვების გამო ვერ „იმას ვიზამო”. რა თავმოყვარეობა იყო, ესე იგი, რასაც ეტყოდა ქმარი, ათჯერ მეტი უნდა ეთქვა?”, – ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.

მისი თქმით, თამარს და მის ძმას მამის მიმართ ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ.

„მამამისს უთქვამს, ეს ბინა გავყიდოთ, ისანში სხვა სახლი მაქვს არჩეულიო და ის თამუნას სახელზეო. დედამისის სახელზეა ეგ ბინა. დედას უთქვამს არაო, რა ვიცი, თამუნა იქნებ ერთ ნარკომანს გაყვეს და ბინიდან გამომასახლოსო. მაგაზე ძალიან უტირია თამუნას და მითხრა, რატომ არ სჯერათ ჩემი, რატომ უნდა გავყვე ნარკომანსო. მე ვუთხარი, ეგ სიტყვის მასალად თქვეს, ხომ იცი, დედაშენი და მამაშენი რა ტიპები არიან-თქო. მე რომ ვყოფილიყავი, ის ბავშვი ცოცხალი იქნებოდა, ვიღაცას ეტყოდა თავის დარდს, შეიძლება ის წერილიც არ დაეწერა – წერილი მომავლიდან რომ დაწერა. იმ წერილში აშკარად ეტყობა, რომ შეყვარებულია ამ ბიჭზე და ეჭვიანობს იმ ქალზე”, – ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები