2 სექტემბრიდან თელავის ისტორიული მუზეუმის ყველა საექსპოზიციო დარბაზი ღიაა
2 სექტემბრიდან თელავის ისტორიული მუზეუმის ყველა საექსპოზიციო დარბაზი ღიაა და ელოდება დამთვალიერებელს…
ცნობისათვის: პანდემიის შემდეგ, დღევანდელ დღემდე, საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, დაეთვალიერებინა მხოლოდ მეფის სასახლე მემორიალი.
თელავის ისტორიული მუზეუმის ინფორმაციით, დამთვალიერებელი ვალდებულია:
ჰქონდეს პირბადე;
გაიაროს თერმოსკრინინგი.
პირბადის გარეშე დაიშვებიან მხოლოდ 6 წლამდე ბავშვები და პირები, რომლებიც პირბადით სუნთქვის პრობლემასთან დაკავშირებით წარმოადგენენ ექიმის მიერ დამოწმებულ სამედიცინო ცნობას.