ირაკლი ღარიბაშვილი ევროპულ მედიასაშუალებებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფრანგულ საერთაშორისო კომპანია FRANCE 24-ს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუ FRANCE 24-ს ეთერით 8 თებერვალს 13:40 და 21:40 საათზე, ასევე 9 თებერვალს 16:40 საათზე გადაიცემა.
ამავე ვიზიტის დროს, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობაზე EURONEWS-საც ესაუბრა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ EURONEWS-ის ეთერში 4 თებერვალს გადაიცემა.
ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის დაწყებისას ტელეკომპანია BBC-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ჟურნალისტი დაინტერესდა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობით ვილნიუსის სამიტის შემდეგ.  საუბარი შეეხო საქართველოს ხედვას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეც. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი აგრეთვე  ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებით და რუსეთთან ურთიერთობებით დაინტერესდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები