ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში “კოვიდ 19”-ის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან უკვე 359 დადასტურებული შემთხვევაა.
გუდაუთის საავადმყოფოში 29 პაციენტი მკურნალობს, მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა, 9 პირის – საშუალო სიმძიმის.
ვირუსის დამარცხება 125-მა პირმა შეძლო, 3 გარდაიცვალა.