დოკუმენტური ფილმის – „მისტერ გაგას“ ჩვენება გაიმართება

10 სექტემბერს, გოეთეს ინსტიტუტის ეზოში, საქართველოში ისრაელის საელჩოს ორგანიზებით, დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება.
„ისრაელის საელჩო მოხარულია, რომ ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენტულ პლატფორმა „კირკესთან“ და გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით,  წარმოგიდგენთ მრავალი ჯილდოს მფლობელი დოკუმენტური ფილმის – „მისტერ გაგა“  ჩვენებას.
ეს სპირიტუალური და გამჭრიახი დოკუმენტური ფილმი გაგვაცნობს ისრაელელ ნოვატორ ქორეოგრაფს, ოჰად ნაჰარინს, ცეკვის კომპანია „Batsheva”-ს სამხატვრო ხელმძღვანელს, რომელიც მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქორეოგრაფად მსოფლიოში.
ნაჰარინი ასევე არის ინოვაციური მოძრაობის ენის – „გაგას” შემქმნელი.
ეს ისტორია, თანამედროვე ცეკვის მხატვრული გენიოსის შესახებ, აუცილებლად აღტაცებულს დაგტოვებთ.
ისრაელის საელჩო მოხარულია, რომ ამ პროექტის ფარგლებში ითანამშრომლებს გოეთეს სახლთან, შემოქმედებით საქართველოსთან, თბილისის მერიასა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან პარტნიორობით“, – აღნიშნულია ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები