“არჩევნები ეკუთვნის ხალხს იმიტომ, რომ არჩევნებს ცვლილებები მოაქვს ხალხისთვის და ჩვენი გუნდის ამოცანაა, ამ არჩევნებმა ქვეყანასა და ხალხს მოუტანოს გარდამტეხი ცვლილებები”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარტიის ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ უნდა იყოს სწორი ცვლილებების კომპასი, რომელიც დააბრუნებს რწმენას, იმედს, განვითარებას, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას.
„შეიძლება, ბევრი განსხვავებული რამ გვაწუხებდეს თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ არის რაღაც, რაც ყველას გვაწუხებს. ყველას გვაწუხებს ის პრობლემები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა. ყველას გვაწუხებს უმუშევრობა და სიღარიბე. ყველას გვაწუხებს უიმედობისა და უპერესპექტივობის განცდა. ყველას გვაწუხებს კრიმინალი. ეს არის ის, რაც ყველას აწუხებს ქვეყანაში. ამ განსხვავებული პრობლემების მოგვარებას, ერთი საერთო რამ სჭირდება, სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები. ამისა ეს არჩევნები, გარდამტეხი ცვლილებების არჩევნები. ჩვენ უნდა შევცვალოთ უიმედობა იმედითა და მომავლის რწმენით, ჩვენ უნდა შევცვალოთ კრიმინალი წესრიგითა და უსაფრთხოებით. დიახ, ჩვენ უნდა შეცვალოთ ეს ქვეყანა და ეს ცვლილებები მოაქვს სწორედ არჩევნებს. ამიტომაა არჩევნები მნიშვნელოვანი და ამიტომ გეკუთვნით არჩევნები თითოეულ თქვენგანს, დიახ არჩევნები ეკუთვნის ხალხს, იმიტომ რომ არჩევნებს ცვლილებები მოაქვს ხალხისთვის და ჩვენი გუნდის ამოცანაა, ამ არჩევნებმა ქვეყანას და ხალხს მოუტანოს გარდამტეხი ცვლილებები. მაგრამ ცვლილებები თავისთვის არ ხდება და იმისთვის, რომ იცოდე რა მიმართულებით წახვიდე, რა შეცვალო და როგორ, საჭიროა გუნდი, ცოდნა, კომპეტენცია, საჭიროა ხედვა, გზამკვლევი, რომელიც ქვეყანას სწორი ცვლილებებისკენ წაიყვანს და ეს გზამკვლევი, ეს ცვლილებების კომპასი არის და უნდა იყოს „ევროპული საქართველო. სწორედ დღეს აქ, საზღვაო ქალაქში, ვსაუბრობთ კომპასზე. სად თუ არა საზღვაო ქალაქში იციან რამდენად მნიშნველოვანია, როდესაც ხარ პრობლემების ოკეანეში, უიმედობის, გაჭირვების ოკეანეში, რომელიც ქვეყანას ივანიშვილმა მოუტანა, რამდენად მნიშვნელოვანია გქონდეს კომპასი, რომელიც გაჩვენებს სწორ გზას, გაგიყვანს უსაფრთხო ნაპირზე და მიგიყვანს უკეთეს მომავალთან“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.