“სააკაშვილის ნატურაა, რომ ის ბოდიშს იხდის არჩევნების წინ, 8 წლის თავზე გაახსენდა ის მძიმე დანაშაულებები, რომლებიც – მისი ხელმძღვანლობით – “ნაცმოძრაობამ” ჩაიდინა

პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე დღეს გამართულ ბრიფინგზე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 28 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით სააკაშვილი საქართველოში ბრუნდება.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, დანაშაულთა დიდი ნაწილი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ” მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანლობით ჩაიდინა, დამტკიცებულია ქართული სასამართლოსა და სტრასბურგის სასამართლოს მიერ.

„რაც შეეხება ბოდიშს, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, ეს არის ზუსტად მისი ნატურა, რომ ის ბოდიშს იხდის არჩევნების წინ, 8 წლის თავზე გაახსენდა მას ის მძიმე დანაშაულებები, რომლებიც მისი ხელმძღვანლობით ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ” და ეს, შეგახსენებთ, რა დანაშაულებია – ეს არ არის უბრალო დანაშაულები, მათ შორის, შეგახსენებთ, რომ ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი დამტკიცებულია ქართული სასამართლოს მიერ და ნაწილი ასევე სტრასბურგის სასამართლოს მიერ. ეს დანაშაულებია ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” მისი ხელმძღვანელობით ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა რუსეთს და შემდეგ ჩაიდინა ნამდვილი ღალატი, როდესაც ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით ოკუპაცია გაუფორმა რუსეთის ფედერაციას. ეს იყო სხვა არაფერი, თუ არა ღალატი. გარდა ამისა, როდესაც “ქართულ ოცნებაზე” ორ-ნახევარჯერ ნაკლებ გზებს დააგებ მაგალითად და როდესაც საზოგადოებას 9 წელი ტყუილში აცხოვრებ, ესეც არის, რა თქმა უნდა, დანაშაული, დანაშაული რომელიც ბუნებრივია, არ უნდა ეპატიოს მიხეილ სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად უნდა დაბრუნდეს საქართველოში და მან კანონის წინაშე პასუხი უმკაცრესად უნდა აგოს.

„ასევე, როდესაც, მაგალითად, უგულავასა და სხვებთან ერთად მოიპარავ ათეულობით მილიონს და ასეულობით მილიონს, კორუფცია გახსოვთ, რა მასშტაბებს აღწევდა, ეს არის ისეთი დანაშაული, რომელიც მას, ბუნებრივია, ვერ ეპატიება და, მით უმეტეს, ეს ვერ გახდება მისი საარჩევნო მხარდაჭერის საფუძველი. როდესაც ადამიანებს აწამებ ახალაიებსა და სხვებთან ერთად, როდესაც მთლიანად დაიმორჩილებ მართლმსაჯულებას ადეიშვილთან ერთად და როდესაც ჩაიდენ, ზოგადად, უამრავ დანაშაულს შენს პარტნიორებთან ერთად, რომლებსაც, სხვათა შორის, ცალკე აღებულიც აქვთ დღეს ამბიცია, კრიმინალებს აქვთ ამბიცია, რომ მოიგონ არჩევნები, ასეთ დროს, ბუნებრივია ბოდიში თავის თავზე მეტყველებს.
ეს არის აღიარება იმ უმძიმესი დანაშაულისა, რომელიც ჩაიდინა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ”, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანლობით და ამ ბოდიშზე პასუხი, ბუნებრივია, ექნება საზოგადოებას, მაგრამ ამასთან ერთად კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ საზოგადოების პოლიტიკური პასუხიც არ არის ამაზე საკმარისი. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ მისი პირობა, უნდა დავაბრუნოთ საქართველოში და მან კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი იმ აღიარებიდან გამომდინარე, მათ შორის, რაც მან რამდენიმე დღის წინ თავის კლიპში განგვიცხადა”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები