ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ19-ზე ტესტირება 94 ადამიანს ჩაუტარდა, ვირუსი კი, 15 მათგანს დაუდასტურდა.
ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში 27 პაციენტი მკურნალობს, მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 330 შემთხვევაა დაფიქსირებული, 120 გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.