ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს

საჩხერის მუნიციპალიტეტის ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების სხვიტორი, ჩიხა, ზედა და ქვედა ორღულის წყალმომარაგების მოწყობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შიდა ქსელი მოწყობილია სოფელ სხვიტორსა და ნაწილობრივ ჩიხაში. გრძელდება ზედა და ქვედა ორღულის და ჩიხის დაქსელვითი სამუშაოები. პროექტი, რომელიც 2019 წელს დაიწყო, გარდამავალია და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 7 600 000 ლარით ფინანსდება. პროექტის დასრულების შემდეგ ოთხივე სოფლის 1500 ოჯახი უწყვეტ წყალმომარაგებას მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები