შალვა კერესელიძე: სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ავარიის შედეგად დაშავებულთა გადასარჩენად

“მინდა, ღრმა მწუხარებით სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებს – მოხდა დიდი ტრაგედია, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაშავებულთა გადასარჩენად,” -ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა მცხეთის, ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა კერესელიძემ, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა ოპერატიულად იმუშავეს.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება და ისინი უახლოეს მომავალში გამოჯანმრთელდებიან”, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები