კახა კახიშვილი: მშენებარე ბაღი 230 აღსაზრდელზეა გათვლილი, სადაც 60 ადამიანი დასაქმდება
„ქართული ოცნების” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა, საინგილოს ქუჩაზე მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერა, რომელიც 230 აღსაზრდელზეა გათვლილი და რომელშიც 60 ადამიანი დასაქმდება.
„საინგილოს ქუჩაზე მშენებარე საბავშვო ბაღი მოვინახულეთ, რომელიც 230 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი და სადაც 60 ადამიანი დასაქმდება. აღნიშნულ უბანში საბავშვო ბაღი აქამდე არ ყოფილა და ადგილობრივ მოსახლეობას მოშორებით მდებარე ბაღებით უწევდა სარგებლობა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე. სამშენებლო სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება და პროექტის ღირებულება 2 300 000 ლარია. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობას, რაც ქვეყანაში განათლების დონეს კიდევ უფრო განავითარებს”,- აღნიშნა კახიშვილმა.