ზაალ ანჯაფარიძე ლელოს ლიდერებზე: შენს მიერვე დაგებულ მახეში რომ ასე მარტივად და ბრიყვულად ებმები, როგორ შეიძლება სახელმწიფოს მართვაში შენი მოშვება

„ნათქვამია, “სხვას ნუ უთხრი ორმოსა შიგ თავადვე ჩავარდებიო” ზუსტად ასე მოუვიდათ “ლელოს” ლიდერებს იმ ყბადაღებულ წერილთან დაკავშირებით, რომელიც თითქოს გახარიამ მისწერათ და თურმე თითის ანაბეჭდებიც კი დატოვა ქაღალდზე მეტი დამაჯერებლობისათვის”, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

მისი თქმით, ახლა როდესაც რამდენიმე ექსპერტიზამ იმ ქაღალდის ფურცელზე ვერაფერი მსგავსი ვერ იპოვა , ხაზარაძე-ჯაფარიძემ ფირფიტა გადააბრუნეს და დაიწყეს საუბარი “როლზე,” რომელიც თურმე გახარიამ ითამაშა წერილთან დაკავშირებით.

„ასეთ იაფფასიან ტრიუკებზე რომ მიდიხარ თავის გადასარჩენად, შენს მიერვე დაგებულ მახეში რომ ასე მარტივად და ბრიყვულად ებმები, როგორ შეიძლება სახელმწიფოს მართვაში შენი მოშვება?!” – წერს ანჯაფარიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები