“სააკაშვილი, გვევლინება ავანტურისტად, რომელსაც შეუძლია შეუძღვეს რუსეთის ჯარებს საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში, რუსეთის პოლიტიკისა და რუსული პროვოკაციების ერთერთი მთავარ შემსრულებელი”

„ის რაც ტვ იმედის „ქრონიკაში” ვიხილეთ და მოვისმინეთ, მართლაც სერიოზული დაფიქრების საფუძველს იძლევა. კრემლისა და პუტინის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი გამხმოვანელებლი და რუპორი ვლადიმერ ჟირინოვსკი ამბობს, რომ სწორედ სააკაშვილი უნდა გამოჩნდეს მინსკში, რომ ის აუცილებლად წამოეგებოდა პროვოკაციას, რაც შესანიშნავი მიზეზი იქნებოდა იმისათვის, რომ ბელორუსიაში რუსეთის ჯარები შეგვეყვანა და წესრიგი დაგვემყარებინაო“, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთ დადასტურებაა იმ მტკიცებულებისა, რომ სწორედ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება იყო 2008 წელს საქართველოში რუსეთს ჯარების შემოსვლისა და შემდგომში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს ოკუპაციის თანამონაწილე და ხელშემწყობი.

„სწორედ ასეთ ავანტურისტად გვევლინება სააკაშვილი, რომელსაც შეუძლია შეუძღვეს რუსეთის ჯარებს საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში, რუსეთის პოლიტიკისა და რუსული პროვოკაციების ერთერთი მთავარ შემსრულებელი, რომელსაც ასეთი ნატვრით მოიხსენიებს ისეთი ოდიოზური ფიგურა, როგორიც ვლადიმერ ჟირინოვსკია!”- წერს ნიკოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები