თელავში გარემოსდაცვითი კონკურსი “ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია” გაიმართა

თელავმა გარემოსდაცვით კონკურსს სახელწოდებით “ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია” უმასპინძლა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თელავის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, თელავის ისტორიულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალურ ტურში გასული კახეთის სკოლების ეკოკლუბები დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის ფმერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია 2015 წლიდან ტარდება.

გარემოსდაცვით კონკურსს CENN ახორციელებს. 2019-2020 წლების კონკურსის მთავარი თემაა – თანამშრომლობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.

ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები