არჩილ თალაკვაძე ლავროვის განცხადებაზე: დარწმუნებულები ვართ, რომ მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება, როგორც თავის დროზე ბერლინის კედელი დაინგრა

“საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარ დათმობას არ აპირებს, საერთაშორისო სამართლის პრინციპებით სიმართლე ჩვენს მხარესაა”,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

მისივე თქმით, “მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება, როგორც თავის დროზე ბერლინის კედელი დაინგრა”.

“საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარ დათმობას არ აპირებს, საერთაშორისო სამართლის პრინციპებით სიმართლე ჩვენს მხარესაა. ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული, ამიტომ თუ რუსეთს სურს რაიმე ტიპის ნორმალიზაცია, რასაკვირველია პირველ რიგში უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, გაიყვანოს თავისის ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი რაიმე ტიპის ნორმალიზაციაზე, მაგრამ საქართველოს არჩევანია მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარება, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება, როგორც თავის დროზე ბერლინის კედელი დაინგრა”,- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ გაზეთ „ტრუდ“-თან განცხადება გააკეთა – “რუსეთი უცვლელად უჭერს მხარს საქართველოსთან ურთიერთხელსაყრელ და მეგობრულ ურთიერთობებს. დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ ამაში მდგომარეობს ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესები და ჩვენი ხალხების საერთო ისტორია და კულტურა, რომელიც მილიონობით ადამიანის აკავშირებს ერთმანეთთან”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები