გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა გადაიდო

“დღევანდელი სხდომა გადაიდო და სასამართლო პროცესზე ვერცერთი მოწმის დაკითხვა ვერ მოხერხდა”,- ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრუწლოვან ნ.ც.-ს ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

აღნიშნულის მიზეზი, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვან ზ.ხ.-ს შეუძლოდ გახდომა გახდა.

“არასრულწლოვანი ზ.ხ. გახლავთ შეუძლოდ, ამიტომ მან ფიზიკურად ვერ მოახერხა სასამართლო პროცესზე დასწრება. მის ადვოკატს სთხოვა, რომ ვიზიტი ჰქონოდა ციხეში და ამის შემდეგ მომხდარიყო პროცესის გაგრძელება, ამ მიზეზების გამო დღევანდელი სხდომა გადაიდო და ვერცერთი მოწმის დაკითხვა სასამართლო პროცესზე ვერ მოხერხდა”,- განაცხადა ადვოკატმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები