UNICEF-ის კვლევის თანახმად, ფულადი დახმარებების შედეგად, შესაძლებელი ხდება, როგორც სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის ტემპის შენელება, ასევე სიღარიბის მაჩვენებლების საბაზისო დონესთან შედარებით შემცირება

“ფულადი დახმარებების შედეგად, შესაძლებელი ხდება, როგორც სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის ტემპის შენელება, ასევე სიღარიბის მაჩვენებლების საბაზისო დონესთან შედარებით შემცირება”, – ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევაში საქართველოში სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შესახებ, რომლის შედეგების პრეზენტაცია საქართველოს მთავრობისა და UNICEF-ის წარმომადგენლებმა დღეს ერთობლივად გამართეს.
გაეროს ბავშვთა ფონდის შეფასებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების გარდა, კორონავირუსის პანდემია მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ ზეგავლენას ახდენს შინამეურნეობებზე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უახლესი გაანგარიშების თანახმად, პანდემიის შედეგად მოსალოდნელია მსოფლიო მასშტაბით 195 მილიონი სრულგანაკვეთიანი სამუშაო ადგილის დაკარგვა.
​კვლევის შედეგად ასევე შეისწავლეს საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში უკვე განხორციელებული ფულადი დახმარების პროგრამების შესაძლო ეფექტი. ეს მოიცავდა ჯამში 12 სიმულაციას, მათ შორის, გაანალიზდა ყველა ბავშვისათვის ფულადი დახმარებისა და უმუშევრად დარჩენილი პირებისათვის ყოველთვიური ფულადი დახმარების სცენარები. მოდელების ეფექტი ცალ-ცალკეა პროგნოზირებული და არ ასახავს მთავრობის მიერ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განხორციელებული ყველა ზომის ერთობლივ ეფექტს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები