გია ვოლსკი: ოპოზიციის მისწრაფებაა, როგორმე დესტრუქციული პროცესები განვითარდეს

„რაც მათ აერთიანებს, ეს არის მისწრაფება, როგორმე მეტი სტრესი იყოს საზოგადოებაში”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მისწრაფებაა, როგორმე დესტრუქციული პროცესები განვითარდეს.

„რაც მათ აერთიანებს, ეს არის მისწრაფება, როგორმე მეტი სტრესი იყოს საზოგადოებაში, დესტრუქციული პროცესები განვითარდეს და ამასთანავე, რაც ამსგავსებთ მათ ერთმანეთთან არის, ამბიციების დიდი რაოდენობა, ბაქი-ბუქი, რამაც ასევე საკმაოდ არაჯანსაღი სიტუაცია შექმნა პოლიტიკურ ველზე. ეს არის პრობლემა. თორემ, ის, რომ ერთი პარტია ლანძღავს მეორეს, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, დიდი ხანია გრძელდება. ხან ერთად არიან, ხან ერთმანეთს ლანძღავენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები