მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მშენებლობას ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დააფინანსებს

 

აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტრის ეზოში, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი აშენდება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დააფინანსებს.

ამის შესახებ „საპატრიარქოს უწყებანი“ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს და ფოტოებს აქვეყნებს, სადაც მშენებლობის ადგილის კურთხევაა ასახული.

„19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტრის ეზოში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) აკურთხა მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრისთვის განკუთვნილი ადგილი.

ამ ტერიტორიაზე ტაძართან ერთად იგეგმება სამრეკლოსა და ტაძრისათვის აუცილებელი სხვა ნაგებობების აშენებაც. მეუფე თეოდორე და მონასტრის დედები მადლიერებით აღნიშნავენ, რომ მშენებლობას ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დააფინანსებს“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები