“ევროპული საქართველოს” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე “ნაციონალურ მოძრაობაში” გადავიდა 

“ევროპული საქართველოს” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე – გელა დემეტრაძემ პარტია დატოვა და “ნაციონალურ მოძრაობას” შეუერთდა. მასთან ერთად პარტია ორგანიზაციის კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა.

“ვშორდები “ევროპულ საქართველოს, ასეთია ჩემი და ცენტრალური ოფისის გადაწყვეტილება. ვუერთდები ვაჟა ჩიტაშვილის საარჩევნო შტაბს. ჯერ სათითაოდ ყველასთან კონსულტაციები არ მქონია, თუმცა, ვფიქრობ, უმეტესობა იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც მე მივიღე, რადგან თანხვედრაში არ მოდის ის ინტერესები, რაც გვაქვს”,- განაცხადა დემეტრაძემ.

მანამდე კი ადგილზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დედაქალაქიდან ჩასული “ევროპული საქართველოს” წევრები ესწრებოდნენ. პარტია ახალციხეში საკუთარი კანდიდატის დაყენებას გეგმავს, რისი წინააღმდეგიც ადგილობრივი ორგანიზაცია აღმოჩნდა.

ცნობისთვის “ევროპული საქართველოს” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და პარტიის სათაო ოფისს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მიზეზი კი ის გახდა, რომ გელა დემეტრაძემ და მისმა თანაგუნდელებმა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის ვაჟა ჩიტაშვილის მხარდაჭერა დააფიქსირეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები