აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში, კაფე ,,ჰავანაში“ ინფიცირებულის კონტაქტში მყოფი 23 პირი იზოლაციაში იმყოფება. ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის თქმით, ქობულეთში ეპიდემიოლოგიური კვლევა კვლავ გრძელდება.

,,ჰავანას“ კონტაქტებიდან გუშინ 40 პირს ანალიზი აუღეს, ყველას პასუხი უარყოფითია.

ცნობისთვის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 27 ინფიცირებული პაციენტი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები