საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ათი ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა,- ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1370 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ათით გაიზარდა და ამ დროისთვის 1108-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები