ზუგდიდში “კოვიდ – 19” -ზე 272 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 499 ნიმუში შევიდა, თუმცა ამ ეტაპზე, 272 ნიმუში გამოიკვლიეს, საიდანაც ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

გამოკვლეულ ნიმუშებს შორის 11 ბიოლოგიური მასალა მესტიის მუნიციპალიტეტიდან იყო.

ბოლო მონაცემებით, ჩაკეტილ მესტიაში “კოვიდ-19”-ის 48 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. რაც შეეხება დარჩენილ 227 ბიოლოგიურ მასალას, მათი გამოკვლევა დღეს მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები