გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამა გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობს
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამა, თამაზ ხომასურიძე გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობს.
თამაზ ხომასურიძის განცხადებით, მისი მოთხოვნა საქმეში სიცრუის დეტექტორის გამოყენებაა.
„ჩემი შვილი ითხოვს, მისი ჩვენება სიცრუის დეტექტორზე გაატარონ. იქამდე არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას. ასევე, უნდა გაატარონ ამირხანაშვილისა და ყველა იმ პირის ჩვენება, რომლებიც ბრალდებულების წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებას. ვიდრე ჩემი შვილი იშიმშილებს, მეც ვიშიმშილებ გენერალურ პროკურატურასთან“, – განაცხადა ბრალდებულის მამამ.