რუსეთის საჰაერო იერიშს ზაპოროჟიეს ოლქში ქალი ემსხვერპლა

13-14 ივლისის ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი საჰაერო იერიში განახორციელეს. ზაპოროჟიეს ოლქში თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი კი დაშავდა.

ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, რუსულმა FPV-დრონმა სამოქალაქო ავტომობილს დაარტყა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 60 წლის მამაკაცი სხვადასხვა სახის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კიევის ხელისუფლების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები