ახალი ჩქაროსნული გზების მიმდებარედ სავაჭრო სივრცეები მოეწყობა

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე (E60), აგვისტოს მეორე ნახევარში, ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნება. ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან არსებულ გზას დაუერთდება.
აქტიურ პროცესშია რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაც.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ახალი მონაკვეთები გვერდს აუვლიან ხაშურის ე.წ. „ჰამაკების ბაზრობას“ და მსგავსი ტიპის სავაჭრო პუნქტებს სურამში, შროშასა და ზესტაფონში.
იმისათვის, რომ მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია შეძლოს, ახალი მაგისტრალის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, გზის შესაბამის მონაკვეთებთან, მათთვის მოეწყობა სპეციალური, უსაფრთხო სავაჭრო სივრცეები გამართული ინფრასტრუქტურით.
ახალი სავაჭრო სივრცეები, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს კიდევ უფრო განავითარონ ბიზნესი უსაფრთხოების და სხვა აუცილებელი სტანდარტების პირობებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები