“საზოგადოებამ კარგად იცის გეკა გელაძის პროფესიული წარსული, დიდი გამოცდილება შსს-ში და შემდეგ მის მიერ გაკეთებული ბევრი საქმე შს მინისტრის თანამდებობიდან” – კირცხალია
“საზოგადოებამ კარგად იცის გეკა გელაძის პროფესიული წარსული, დიდი გამოცდილება შინაგან საქმეთა სამინისტროში და შემდეგ მის მიერ გაკეთებული ბევრი საქმე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
როგორც კირცხალიამ განმარტა, გეკა გელაძემ უსაფრთხოების სამსახურთან მიმართებით თავისი ხედვები წარმოადგინა.
“გვერდზე რომ გადავდოთ პირადი მეგობრობა, რომელიც შეიძლება, მაკავშირებდეს მასთან და ვისაუბროთ მის პროფესიონალიზმზე, საზოგადოებამ კარგად იცის მისი პროფესიული წარსული, დიდი გამოცდილება შინაგან საქმეთა სამინისტროში და შემდეგ მისი ბევრი გაკეთებული საქმე უკვე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან. ის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი გახსნილი საქმეებიც ვნახეთ, რაც ეხება ანტინარკოტიკულ კამპანიას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას. დარწმუნებულები ვართ, ის საქმიანობას ახალი პოზიციიდან ზუსტად იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.