სტატუსშეჩერებული სტუდენტები განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ
სტატუსშეჩერებული სტუდენტები განათლების მინისტრის მოადგილეს, ნუნუ მიცკევიჩს შეხვდნენ.
აქციის ერთერთი მონაწილის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი სხვადასხვა სოციალურ პროგრამას შეეხო.
„ისინი გვესაუბრნენ სხვადასხვა სოციალურ პროგრამაზე, გვესაუბრნენ მათ მომავალ გეგმებზე. ყველაფერს მაშინ ვირწმუნებთ, როდესაც რეალური შედეგი იქნება. რაც შეეხება დაპირებას, რომ განათლების მინისტრის მოადგილე უნივერსიტეტის რექტორებთან ისაუბრებს, რომ იქნებ პანდემიის პირობებში, სწავლის საფასურის გადავადება მოხერხდეს, ამას შევხედავთ და დაველოდებით“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის ეფექტური ღონისძიებების გატარებაა.