მეტროპოლიტენის მეორე ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება
თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება. აღნიშნულის მიზეზი მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ ვესტიბიულის ტექნიკურ ოთახში მოკლე ჩართვა გახდა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს პერიმეტრის გადამოწმება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.