თამარ ჩერგოლეიშვილი: „ლელომ” ვაკეში კანდიდატის დაყენებით საკუთარ სიტყვას ფასი დაადო – ნული თეთრი
„ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ვაკის ოლქში „ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატად ლევან კობერიძის დასახელების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე წერს, “ლელომ” ვაკეში კანდიდატის დაყენებით საკუთარ სიტყვას ფასი დაადო.
„პოლიტიკოსი საკუთარ სიტყვას პატივს თუ არ სცემს, არც თქვენ გცემთ პატივს – ეგ გაითვალისწინეთ. “ლელომ” ვაკეში კანდიდატის დაყენებით საკუთარ სიტყვას ფასი დაადო – ნული თეთრი”, – წერს „ტაბულას” დამფუძნებელი, რომელმაც მედიასაშუალების რედაქტორის პოსტი დროებით დატოვა და ქმრის, გიგა ბოკერიას საარჩევნო კამპანიაში ჩართვა გადაწყვიტა.