„ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე ოზურგეთისა და ჩოხატაურის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“  ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურის სოფლების: ხიდისთავის, ზენობნის, ჭაჭიეთისა და ახალშენის, ასევე, ქალაქ ოზურგეთის სხვადასხვა უბნის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრებზე დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვაა. შანსი, გავხდე თქვენი წარმომადგენელი პარლამენტში, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და უდიდესი გამოწვევაა. ჩვენ, თქვენთან ერთად, აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას”, – განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.
შეხვედრას ოზურგეთისა და ჩოხატაურის საარჩევნო შტაბების, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები