მახაშვილი – შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომაზე: ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობაში შემოვიტანოთ რეგიონული განზომილება და შავი ზღვის პრობლემატიკა განვიხილოთ ჩვენს შავი ზღვის და ფართო რეგიონის პარტნიორებთან ერთად
“ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობაში შემოვიტანოთ რეგიონული განზომილება და შავი ზღვის პრობლემატიკა განვიხილოთ ჩვენს შავი ზღვის და ფართო რეგიონის პარტნიორებთან ერთად”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა გაჯლნაცხადა.
კერძოდ, მან შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც საქართველოში იმართება.
„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობაში შემოვიტანოთ რეგიონული განზომილება და შავი ზღვის პრობლემატიკა განვიხილოთ ჩვენს შავი ზღვის და ფართო რეგიონის პარტნიორებთან ერთად. განვიხილოთ ის შესაძლებლობები, საფრთხეები, გამოწვევები, რაც არსებობს რეგიონში და რაც მთავარია, [გნვიხილოთ] რა შეიძლება გავაკეთოთ ერთობლივად ამ რეგიონის ქვეყნებმა იმისათვის, რომ გავხადოთ რეგიონი მშვიდობის, თანამშრომლობის და განვითარების, ნაცვლად გეოპოლიტიკური დაპირისპირებისა, რასაც ვხედავთ მთელს მსოფლიოში“, – აღნიშნა მახაშვილმა.