ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ფეხბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა – 2026-ის გამარჯვებულ საქართველოს ჩემპიონებს შეხვდა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილთან ერთად ფეხბურთში
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა – 2026-ის გამარჯვებულ საქართველოს ჩემპიონებს შეხვდა. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის გუნდის მწვრთნელები: თემურ გობრონიძე და კახა ურუშაძე არიან.
“მუნიციპალიტეტის მერმა გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები და ფულადი პრიზი გადასცა. შეხვედრას საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე და პირველი საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ კილაძე ესწრებოდნენ,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.