Survation: საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 52% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დაკვეთით ბრიტანულმა კომპანიამ – Survation-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. გამოკითხულია 1200 საარჩევნო ასაკის მქონე პირი, რომელსაც კომპანიამ შეკითხვები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან, მათ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ინსტიტუტების მუშაობასთან დაკავშირებით დაუსვა.

საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ჩამოთვლილთაგან რომელ პარტიას მისცემდით ხმას? ხმები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება” – 52%; “ენმ” – 19%; “ევროპული საქართველო” – 8%; “პატრიოტთა ალიანსი” – 5%; “ლელო” – 5%; “ახალი საქართველო” – 4%; სხვა – 7 %.

კომპანია Survation-ი ბრიტანეთის ბაზარზე უკვე 10 წელია, ოპერირებს და 20-წლიანი გამოცდილების ექსპერტებს უყრის თავს. ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არაერთ რეფერენდუმსა და არჩევნებზე ჩაატარა კვლევა, მათ შორის, აშშ-ში, იტალიაში, შოტლანდიაში, ირლანდიასა და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები