„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო დროშის შესყიდვაზე კონკურსს აცხადებს

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 10 ათასი სახელმწიფო დროშის შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაცია დასაქმების მაძიებელთა ვებგვერდზე- „jobs.ge“ 27 იანვარს განთავსდა. სახელმწიფო დროშის შესყიდვის შესახებ ინფორმაცია მპგ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის“ ცენტრალურმა ოფისმა გამოაქვეყნა.
მპგ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისი ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს, თუმცა მათ ძირითადი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ:
„შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება:
ა) სახელმწიფო დროშა 4000 ცალი – ნაჭრის, შემოკერილი კიდეებით, ზომები 1.5 მ X 1 მ, 30 მმ-იანი ტარის გასაყრელი ჯიბით, ჯიბის თავი გადაკერილი.
ბ) სახელმწიფო დროშა 6000 ცალი, – ნაჭრის, შემოკერილი კიდეებით, ზომები 1, 05 მ X 0, 7 მ, 30 მმ-იანი ტარის გასაყრელი ჯიბით, ჯიბის თავი გადაკერილი. მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი 45ა. ანგარიშსწორების ვალუტა: ლარი, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში, შესაძლებელია 50% საავანსო ანგარიშსწორება. შესყიდვაში მონაწილე პირთა მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია: ** შემოთავაზება – შემოთავაზებული საქონლის აღწერილობა და წინადადების ფასი, რომელიც უნდა მოიცავდეს საქონლის მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირებას, ტენდერში მონაწილე პირისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს თუ მოსაკრებელს; ** მიწოდების ვადები. ** ანგარიშსწორების პირობები. ** რეკვიზიტები – შესყიდვაში მონაწილე პირის სამართლებრივი ფორმა და დასახელება, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ხელძღვანელის სახელი და გვარი.
შესყიდვაში მონაწილეობის მსურველებმა განცხადების მე-2 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ 2014 წლის 5 თებერვლის 18 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი 45ა, პირველი სართული, ოთახი 005.
შერჩევაში გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნას. მპგ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს და გააუქმოს შერჩევა წინასწარი გაფრთხილების გარეშე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები