საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 44 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და, ჯამურად, ინფიცირებულთა რაოდენობა 1264 – მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 44-ით გაიზარდა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სულ 1054-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში 6930 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 263.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები