სალომე ზურაბიშვილი ანზორ ერქომაიშვილს: თქვენ წარმოადგენდით და წარმოადგენთ ძველ კულტურას, ტრადიციებს, ღირსებას, ნამდვილ ქართველობას

,,ჩვენ დიდი ხნის წინ, შევხვდით პარიზში, როცა ახალგაზრდები ვიყავით, თქვენ საქართველოს წარმომადგენელი იყავით, რომელთან შეხვედრაზეც ვოცნებობდი. თქვენ, ჩემს და ყველა იმ ადამიანის თვალში, ვინც მაშინ შეგხვდათ, წარმოადგენდით ძველ კულტურას, ტრადიციებს, ღირსებას, ნამდვილ ქართველობას. ეს დღესაც ასეა და არაფერი შეცვლილა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთში გამოჩენილი ქართველი მომღერლის, ლოტბარის, კომპოზიტორის, ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძვნილ ღონისძიებაზე.

,,მას შემდეგ წლები გავიდა. ალბათ, მაშინ ვერც თქვენ და ვერც მე ვერ წარმოიდგენდი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, ვიქნებოდი ამ ქვეყნის პრეზიდენტი და თქვენ დაგაჯილდოვებდით ბრწყინვალების ორდენით, რაც ჩემთვის ნამდვილად ძალიან დიდი პატივი და ძალიან დიდი სიხარულია”, –  აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები