ფონდმა „ქართუმ“ ჯანდაცვის სამინისტროს 4 მლნ ცალი პირბადე გადასცა
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართული კომპანია სამედიცინო პირბადეების წარმოებას აგრძელებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი წარმოების ოთხი მილიონი სამედიცინო პირბადე, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდმა „ქართუმ“ შეიძინა და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა.
სამინისტროს ინფორმაციით, პირბადეები ქართულმა კომპანიამ შეკერა და ისინი უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბებია, რომელიც სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.