პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერები ალავერდის მონასტერში იმყოფებოდნენ
“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი ალავერდის მონასტერში იმყოფებოდნენ.
მმართველი გუნდის ლიდერებმა მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე საფუტკრე მეურნეობა – ,,თაფლიკაცი” დაათვალიერეს, რომელიც ცვილს, დინდგელს, ფუტკრის რძეს და თაფლს აწარმოებს. სტუმრებს მონასტერში ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა უმასპინძლა.