“ქართული ოცნებიდან” დმანისის მერი გარიცხეს – პარტია განცხადებას ავრცელებს

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს რიგებიდან დმანისის მერი, ასევე პარტიის დმანისის რაოინული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი გარიცხეს.

შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის სამდივნომ მიიღო.

“ქართული ოცნების” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, ტატუაშვილის გარიცხვის მიზეზი გახდა ის, რომ მან პარტიული დისციპლინა უხეშად დაარღვია, რაც “გამოიხატა მის მიერ „ქართული ოცნების” კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები