ბესო ბერულაშვილი: ირაკლი ქადაგიშვილი ეს არის დაუშრეტელი ენერგია, პროფესიონალი და რაც ყველაზე მთავარია, სამშობლო უყვარს

„ირაკლი ქადაგიშვილი ეს არის დაუშრეტელი ენერგია, პროფესიონალი და რაც ყველაზე მთავარია სამშობლო უყვარს”,- ამის შესახებ იუმორისტმა ბესო ბერულაშვილმა თელავში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქადაგიშვილმა გუბერნატორობის პერიოდში კახეთისთვის ბევრი რამ გააკეთა.

„ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან მახსოვს ირაკლი ქადაგიშვილი. ეს არის დაუშრეტელი ენერგია, პროფესიონალი და რაც ყველაზე მთავარია სამშობლო უყვარს და ბევრი რამ გააკეთა, მისი გუბერნატორობის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა კახეთში და ახლაც დარჩენილი რაც არის, ალბათ, პარლამენტის ტრიბუნიდან გააგრძელებს . წარმატებას ვუსურვებ, იგი ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია”,- განაცხადა ბესო ბერულაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები